გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

16-08-2018

მთავრობის ყოფილი მეთაურისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მერაბიშვილი საავადმყოფოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად გადაიყვანეს. დიაგნოზი სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

"ციხის სამედიცინო პერსონალმა ჩათვალა საჭიროდ შემოწმება სამოქალაქო კლინიკაში, რაც დაიგეგმა გუშინ და გუშინ საღამოს იქნა გადაყვანილი. დანიშნულების გამოწერის შემდეგ დაბრუნდა და იმყოფება დაწესებულებაში. დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის. კლინიკაში დაყო, დაახლოებით, ერთი საათი და 19.20-ზე იმყოფებოდა უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,"- ნათქვამია განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31