გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მმრთველი გუნდის პოზიცია თვის ბოლომდე იქნება გამოხატული

17-08-2018

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის განცხადებით,   მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აგვისტოს ბოლოს დააფიქსირებს.

 

სუბარის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დაუჭერს თუ არა მხარს არჩევნებზე, დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.  თუმცა სუბარი ამბობს, რომ ზურაბიშვილის გარკვეულ მოსაზრებებს მმართველ პარტიაში არ იზიარებენ.

 

 „თვის ბოლომდე იქნება პოზიცია გამოხატული. რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, მისი ზოგიერთი განცხადება მისაღებია, ზოგიერთ განცხადებაზე შეიძლება, ჩვენ განსხვავებული ხედვა გვქონდეს, თითოეული განცხადების დონეზე ნამდვილად ვერ ჩავალ,“ - განაცხადა სუბარმა.

 

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930