გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
  თემირლან მაჩალიკაშვილის დედა: ამას ისე არ დავტოვებ, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს ვინც დამნაშავეა  

10-01-2018


 

თემირლან მაჩალიკაშვილის დედის განცხადებით, 19 წლის ახალგაზრდა მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში დღეს უნდა გადაეყვანათ.

როგორც მან წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ეზოში განაცხადა, შვილი სპეციალურად მოუკლეს.

 

„ამას ისე არ დავტოვებ. სათითაოდ მოვუღებ ბოლოს ვინც დამნაშავეა თუ ცოცხალი ვიქნები.  დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ სადისტებმა და ფაშისტებმა. არაფრის გულისთვის...“-განაცხადა მაჩალიკაშვილის დედამ.

 

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა, დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930