გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჟურნალისტი გოგა ჩართოლანი: ჩვილის საკვებში "ნუტრილონ პრე" აღმოვაჩინეთ რაღაც გაურკვეველი ბეწვის გროვა

10-01-2018


 

 

ჟურნალისტი გოგა ჩართოლანი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც ჩვილის საკვებში აღმოჩენილი თმის შესახებ საუბრობს.

 

როგორც ის განმარტავს, აღნიშნულის შესახებ საქმის კურსშია უკვე სურსათის ეროვნული სააგენტოც.

 

გუშინ ჩვილის საკვებში "ნუტრილონ პრე" აღმოვაჩინეთ რაღაც გაურკვეველი ბეწვის თუ ბალნის გროვა. სანამ სურსათის ეროვნული საგენტო დაადგენს ამ პროდუქტის ვარგისიანობას (მე უკვე ჩავაყენე საქმის კურსში ეს ორგანიზაცია), თავი ვალდებულად ჩავთვალე, ამის შესახებ საზოგადოებას ვამცნო. იმედია, რომელიმე მედია საშუალება დაინტერესდება ამ ფაქტით და ჟურნალისტურ მოკვლევას ჩაატარებს”-წერს ჟურნალისტი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930