გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: იმედია, იოსებ გოგაშვილი „ქართული ოცნების“ გაძლიერებას მომავალშიც განაგრძობს

23-08-2018

იუსტიციის  მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის გადადგომას გამოეხმაურა. წულუკიანის განცხადებით, მიზეზები, რის გამოც გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა, მისთვის უცნობია, თუმცა იმაში კი დარწმუნებულია, რომ მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.

წულუკიანი ასევე იმედოვნებს, რომ გოგაშვილი „ქართული ოცნების“ გუნდის გაძლიერებას მომავალშიც განაგრძობს.

 

„მიზეზები ჩემთვის უცნობია, ვიცი,  რომ ბატონმა სოსომ თავად დატოვა თავისი თანამდებობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ისევ გააგრძელებს "ქართული ოცნების" გუნდის გაძლიერებას, როგორც ეს იყო მისი ჩვენს გუნდში ყოფნის ყოველ მომენტში,  პირველივე დღიდანვე,“-განაცხადა წულუკიანმა.

 

შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის მოადგილემ თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930