გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: მერკელის ვიზიტი საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერის დადასტურებაა

23-08-2018

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა გერმანის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

მისი თქმით, კანცლერის  სტუმრობა  გერმანიის მხრიდან საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მტკიცე  მხარდაჭერის დადასტურებაა.  

 

„მათი ერთ-ერთი ინტერესი სწორედ ის გახლავთ, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას და ამით გამოხატონ მხარდაჭერა საქართველოს პოლიტიკის მიმართ. მოგეხსენებათ, ეს პოლიტიკა, ზოგადად,  გულისხმობს მთავარ მიმართულებას,  ერთი მხრივ, რუსეთის მიერ დეოკუპაციას, მეორე მხრივ, შერიგებასა და დიალოგს ჩვენს საზოგადოებებს შორის,“-განაცხადა ციხელაშვილმა.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930