გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, თქვენი ოფიციალური ვიზიტი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს

23-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში გერმანიის ფედერაციის კანცლერის ვიზიტი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს.
მისივე თქმით, გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ფასდაუდებელია. 

"ქალბატონო კანცლერო, მადლობას მოგახსენებთ ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანებისთვის. ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ გმასპინძლობთ საქართველოში როგორც მეგობარს, პარტნიორს, მხარდამჭერსა და ჩვენი ქვეყნის დიდ გულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ, თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს. იმ ურთიერთობებს, რომლის ორსაუკუნოვან ისტორიასაც ჩვენ ერთად აღვნიშნავთ 2018 წლის საქართველო-გერმანიის დღის ფარგლებში. ჩვენთვის ფასდაუდებელია თქვენი და გერმანიიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. ისევე, როგორც ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ერის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მინდა აღვნიშნო, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი ჩვენი და ჩვენი სახელმწიფოსი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეს არის ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით"-განაცხადა ბახტაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930