გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანგელა მერკელი: ჩემი საქართველოში ვიზიტის დროს 199 მილიონი ევროს ღირებულების ორ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი

23-08-2018

გერმანიის ფედერაციის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, საქართველოში ვიზიტის დროს 199 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულებები დაიდება. 

მისივე თქმით, გერმანიამ საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით დიდი როლი ითამაშა. 

"ჩემი საქართველოში ვიზიტის დროს დაახლოებით 199 მილიონი ევროს ღირებულების ორ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. მაგალითად, ფული გამოიყოფა გაზის საცავზე, წყლის მომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემებისთვის. ამასთან, ევროკავშირთან საქართველოს აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ საქართველოსთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაში. ასევე, ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით", – განაცხადა მერკელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031