გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის პორტში 13154,4 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ტვირთი აღმოაჩინეს

24-08-2018

20 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტ "ბათუმის პორტში" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ფრანგული სანომრე ნიშნით საქართველოს მოქალაქის რ.ტ.-ს სახელზე შემოსული, მცირე სატვირთო ავტომანქანის დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებები, ასევე ალკოჰოლური სასმელები, მეორადი ტანსაცმელი აღმოაჩინეს. ტვირთის საბაჟო ღირებულებამ 13154,4 ლარი შეადგინა. 
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 13154,4 ლარის ოდენობით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930