გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინასა და საქართველოს შორის მიმოსვლა პირადობის ელექტრონული მოწმობით იქნება შესაძლებელი

29-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობენ, საქართველოდან უკრაინაში და პირიქით მოგზაურობის უფლება ექნებათ.
ამის შესახებ ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენ მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე ჩვენ შევძლებთ და პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელ მოქალაქეებს უფლება ექნებათ ორივე ქვეყნის მხრიდან იმოგზაურონ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ამავე დროს ეს დაეხმარება ტურიზმის განვითარებას, ისევე როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამასთანავე, ჩვენ ვიხილავთ ანალოგიური მიდგომის გამოყენებას სხვა ქვეყნებთან მიმართებით და უახლოეს მომავალში გაცნობებთ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას“- განაცხადა ბახტაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930