გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ფრაქცია „კონსერვატორები“ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

3-09-2018


მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ფრაქცია, „კონსერვატორები“ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

ამის შესახებ დღეს ფრაქციის თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

გამოუცხადებს თუ არა მხარდაჭერას ზურაბიშვილს მმართველი პარტიის დანარჩენი ნაწილი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

„სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ჩვენი გაერთიანებული ოპოზიციის თანამებრძოლი 2007-2008 წლებში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით დაპირისპირებული მიხეილ სააკაშვილთან და მეტსაც გეტყვით, რომ ის იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჩვენს ბრძოლაში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება, ამის შესახებ რამდნიმე დღეში იქნება ცნობილი“ - განაცხადა ძიძიგურმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031