გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" შემომწირველებს ფინანსების დამოუკიდებელი კანიდიდატის სასარგებლოდ მიმართვისკენ მოუწოდებს

7-09-2018


პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“, გადაწყვეტილება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.

კობახიძე შემომწირველებს მოუწოდებს, ფინანსები, რაც მმართველი პარტიის სასარგებლოდ უნდა წარმართულიყო, მათი მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის ფონს მოხმარდეს.

 

„შაბათს 6 საათამდე დასრულდება კანდიდატების წარდგენა. შესაბამისად, კვირას გვექნება საშუალება, რომ გადავხედოთ კანდიდატების სიას და ამის საფუძველზე მხარი დავუჭიროთ ერთ-ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს.

მხარდაჭერა იქნება ფართო. ჩვენი წარმომადგენლების მონაწილეობას მიიღებენ იმ ღონისძიებებში, რომელიც დაიგეგმება კამპანიის ფარგლებში და რაც შეეხება დაფინანსებას, ამ კუთხიდანაც იქნება მოწოდება შემომწირველების მიმართ, რომ ის ფინანსები, რომელიც წარიმართებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, წარიმართოს იმ ფონდში, რომელსაც შექმნის დამოუკიდებელი კანდიდატი.

გამომდინარე იქიდან, რაც რეალობაცაა შექმნილი წინა არჩევნების შედეგებიდან, თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ მეორე ტური მოსალოდნელი არ არის“- განაცხადა კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930