გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

9-09-2018

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით (მალულად) შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.


კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის, კ.ს.-ს ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 114,24 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.


საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7,236.25 ლარი შეადგინა.


საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930