გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება

12-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება.


ამის შესახებ მან მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იხილება დღეს მთავრობის სხდომაზე, რომელიც გულისხმობს თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას. ამ მიზნით სახელმწიფო უსასყიდლოდ მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს მიწის ნაკვეთს გადასცემს, სადაც აშენდება აღნიშნული სკოლა და ცენტრი 230 ბენეფიციარისთვის, რაც ძალიან დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930