გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: სომხეთში ვიზიტის დროს დავისახეთ კონკრეტული მიზნები, თუ როგორ შეიძლება სავაჭრო ურთიერობების გაზრდა

12-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მისი სომხეთში ვიზიტი ნაყოფიერი იყო.


მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პირველ პირებთან სავაჭრო ურთიერობების განვითარებასა და გაზრდაზე შედგა საუბარი.


„მინდა შევაჯამო ჩემი ვიზიტი სომხეთში. ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ დავისახეთ ძალიან კონკრეტული მიზნები, თუ როგრო შეიძლება სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება და გაზრდა. შევეხეთ ისეთ რეფორმეს, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები. მიმდინარე წელს გაიმართება ეკონომიკური კომისიის სხდომა, სადაც უკვე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ნაბიჯები, თუ როგორ განვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს ამ მიმართულებით“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930