გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია შსს-ს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას არ ეწინააღმდეგება

12-09-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით,  სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია დამატებით რისკებს მოხმარების წახალისებისთვის არ შექმნის.


ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


 „ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავუბრუნდეთ  მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც. ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამისნიტროსთვის რა არის მთავარი?! იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და არც მოხმარების მომენტი, არც ეფექტური კონტროლის პირობებში, სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას. პირიქით, გარკვეულ შემთხვევებში თუ შევძლებთ რესურსულად სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის  გაძლიერებას, მაშინ პირიქით მოგვეხმარება. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ იმ შემთხვევაში თუ გვაქვს მკაცრი და ეფექტური რეგლამენტაციის საშუალება და კონტროლის საშუალება სამედიცინო მიზნით კანაფის, მცენარის კულტივაცია, არ შექმნის დამატებით რისკებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების წახალისებისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930