გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: კანაფის დათესვა-მოყვანის ლინცეზია მკაცრად იქნება გაკონტროლებული

15-09-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მარიხუანასა და კანაფთან დაკავშრებული საკითხების რეგულირების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ რეგულირება აუცილებელია დღეს შექმნილი ქაოტური ვითარების შესაცვლელად.


"რაც შეეხება დათესვა-მოყვანას - ეს საკითხიც დაურეგულირებელი და ქაოტურია. ამ კანონპროექტით ჩვენ ვამბობთ, ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ გარკვეულ ადგილებში დათესვა/მოყვანა იქნება დასაშვები. ეს იქნება მკაცრად კონტროლირებადი, ლიცენზირებადი საკითხი. ლიცენზირების პირობა იქნება საკმაოდ მკაცრი მოთხოვნა, რომელიც ლიცენზიის მიღების სურვილის მქონე იურიდიულმა პირმა აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს. ლიცენზიის პირობების შესრულება, იმდენად მკაცრად იქნება გაკონტროლებული, რომ გამოყენებული იქნება არა მარტო მაღალი ფინანსური სანქციები პირობების დარღვევაზე, არამედ ცალკეულ საკითხებზე გათვალისწინებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31