გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო კილაძე კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით: ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ერის ინტერესშია

17-09-2018

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, მმართველი პარტია კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსულტაციების გამართვას აპირებს.


მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებას  ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.


„ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების აზრი და აქედან გამომდინარე, გვექნება კონსულტაციები საპატრიარქოსთან, ასევე, დაინტერესებულ მხარეებთან. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ერის ინტერესშია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორი იქნება შემდგომში ეს გადაწყვეტილება, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ,  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი საზოგადოების აზრი, ჩვენი დედაეკლესიის აზრი და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესში იქნება,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.


საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მარიხუანას ინდუსტრიასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ საუბრისას ბრძანა, რომ მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა  და ეს დარგი კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს.


შეგახსენებთ, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031