გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

19-09-2018

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.


როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა პროკურატურისადმი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 18 სექტემბრის მომართვა, საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.


„გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას“-აცხადებენ პროკურატურაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31