გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

24-09-2018

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული ორივე მამაკაცი ბათუმში კლინიკა "მედცენტრში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტებს დაზიანებები გულმკერდის არეში ჰქონდათ მიყენებული.


როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურის მონაკვეთზე გვიან ღამით მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულს შორის ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930