გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ვანო მერაბიშვილს ციხეში იმიტომ კლავენ, რომ „დაგმე მიშას“ კამპანიაში არ ჩაერთო

24-09-2018

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით ეხმაურება:


„წლების წინ ვანო ციხიდან გაიყვანეს ვინაიდან ჩემს არარსებულ ანგარიშებზე უნდოდათ ინფორმაცია და ახლა ციხეში კლავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთებივით "დაგმე მიშას" კამპანიაში არ ჩაერთო.


მისი უკანონო პატიმრობა ძალიან დიდი სირცხვილია“-წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930