გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჩივიაშვილი: ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე რთულადაა, ვიდრე წარმოგვედგინა

25-09-2018

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.


მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.


„ვითხოვთ მის გადაყვანას მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც მოხდება მისი სრულყოფილი გამოკვლევა, დიაგნოსტირება და შემდგომ, ბუნებრივია, სრულყოფილი მკურნალობა. მე უკვე ვესაუბრე სახალხო დამცველის აპარატს და ამ ნაწილში ისინიც ჩაერთვებიან. ასევე, შევხვდებით არასამთავრობო სექტორს და მაქსიმალურად გავაცნობთ იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ გვაქვს. ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმიტომ რომ, როგორც ჩანს, იმაზე რთულადაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვიდრე ეს წარმოგვედგინა,“ - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930