გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 1,5 მილიარდიანი საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას გეგმავს

26-09-2018

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა დღეს გამართულშეხვედრაზე ისაუბრეს. მინისტრის შეფასებით, შეხვედრა პოზიტიური და სასარგებლო იყო - საუბარი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.
როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი ქობულიამ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკს საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს 3 მლრდ დოლარამდე ინვესტიცია, დღესდღეობით კი 1,5 მილიარდიანი პორტფელი, „ეს, პრაქტიკულად, ჩვენი ეროვნული პროდუქტის 10%-ს შეადგენს. ბანკი აპირებს ამ პორტფელის გაფართოებას - კერძოდ, ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში ADB-ის პორტფელის გაფართოების საკითხზე, ასევე საპენსიო რეფორმისა და PPP-ს კანონის დანერგვა-მხარდაჭერაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიასა და იეშიმ ელჰან-კაიალარის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში საშუალო და მცირებიზნესების მხარდაჭერის კუთხით მუშაობის გააქტიურება. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, ამ მიმართულებით ბანკმა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა წარმოადგინა. „ბანკი რეგიონებში განახორციელებს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რათა ისინი ერთმანეთს დააკავშიროს -მაგალითად, სასტუმროები და პროდუქტების მწარმოებლები, რათა მათ ითანამშრომლონ. ბანკი ასევე დააფინანსებს მათ ბიზნესებს, რომ შეძლონ პროდუქციის შექმნა და თუ სასტუმროს აშენება“- აღნიშნა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031