გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
თოვისა და ყინვის გამო გომბორის გზაზე კვლავ შეზღუდვებია დაწესებული

15-01-2018

თოვისა და ყინვის გამო, თელავი-ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე კვლავ შეზღუდვებია დაწესებული. როგორც საგზაო დეპარტამენტის თელავის სამმართველოში აცხადებენ, ღამის განმავლობაში ინტენსიური თოვა იყო, რამაც გზის გაწმენდა შეაფერხა. 

"ამ დროისთვის გომბორის უღელტეხილზე -9 გრადუსია. თოვა ნაწილობრივ შეწყდა, თუმცა დავაწესეთ გარკვეული შეზღუდვა, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. გზის გარკვეულ მონაკვეთზე ყინულის და თოვლის საფარია. დილიდან მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა. ვფიქრობ, რამდენიმე საათში შეზღუდვა მოიხსნება“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს“ საგზაო დეპარტამენტის თელავის სამმართველოს ხელმძღვანელმა თამაზ აბდულაშვილმა.

გზაზე შეზღუდვას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.


ipn.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930