გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გოგაძე უკრაინის გენერალურ პროკურორს სავარაუდოდ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე შეხვდა

15-01-2018


უკრაინის მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძესა და იური ლუცენკოს შორის შეხვედრა შედგა.

 

როგორც უკრაინის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა 12 იანვარს შედგა და მხარეებმა განიხილეს ღონისძიების ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ყველაზე აქტუალური საკითხები, კერძოდ, საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების შესახებ სისხლის სამართლის პროცესისა და ექსტრადიციის პროცესში.

 

რელიზში არაა დაკონკრეტებული მოხდა თუ არა მხარეებს შორის სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბარი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31