გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ,,მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მე-7 ადგილი ჩვენი რეფორმების შედეგია

3-10-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო 162 ქვეყანას შორის ,,მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მე-7 ადგილზეა.

 

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ფრეიზერის ინსტიტუტის რეიტინგის მაჩვენებელი იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

 

„მოგეხსენებათ, ფრეიზერის ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს შემაჯამებელ რეიტინგს ,,მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ინდექსით. წელს ამ რეიტინგში  საქართველო მე-7 ადგილზეა 162 ქვეყანას შორის. მე-9 პოზიციიდან საქართველოს გადასვლა მე-7 პოზიციაზე არის იმ რეფორმების შედეგი, რომლებსაც დღეს ვატარებთ ქვეყანაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ამგვარი პოზიციონირება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული რეიტინგი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არა მარტო სტაბილურად ინარჩუნებს მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორის პოზიციას, არამედ ყოველწლიურად აუმჯობესებს შედეგებს.

 

„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031