გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ხაშურის რაიონულ სასამართლოში პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და მძევლად აიყვანა

4-10-2018

ინციდენტი ხაშურის რაიონულ სასამართლოში - პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა, მძევლად აიყვანა და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, ფულს და ტრანსპორტს მოითხოვდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. "კურიერის" ინფორმაციით კი ეჭვმიტანილი - განსასჯელი რამაზ ფირცხელაურია, რომელსაც ყაჩაღობა ედება ბრალად. ინციდენტი ხაშურის სასამართლოში მალევე ამოიწურა. პატიმარი, რომელმაც ბადრაგი მძევლად აიყვანა, ციხეშია დაბრუნებული.


სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, პატიმარს გაქცევის მცდელობა ჰქონდა, რაც მალევე აღიკვეთა.



rustavi2.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930