გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ოჯახი დააყაჩაღა, ექვსწლიანი პატიმრობა მიესაჯა

5-10-2018

საქართველოს 32 წლის მოქალაქეს, რომელმაც გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ოჯახი დააყაჩაღა, ექვსწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.


სასამართლომ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე დაუდგენელ კიდევ ერთ პირთან ერთად სახლში შეიჭრა.


„თავდამსხმელებმა ოჯახის უფროსს სცემეს და სკამზე დააბეს, მის მეუღლესა და 8 და 10 წლის შვილებს კი დანით დაემუქრნენ. ბოროტმოქმედებმა სახლიდან რამდენიმე ასეული ევრო, ოქროულობა და მარიხუანა წაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ბრალდებულს სასჯელის შემსუბუქებას დაპირდა, მან სასამართლოზე თანამზრახველის ვინაობა არ გაამხილა“, - წერს გერმანული მედია.



ipn.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930