გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლონდონში ქართული საეკლესიო გუნდის კონცერტი გაიმართა

16-01-2018

ლონდონში, მაცხოვრის შობის სახელობის ქართულ საკათედრო ტაძარში ქართული საეკლესიო გუნდის კონცერტი გაიმართა.

ქართული საეკლესიო გუნდი ბრიტანული აუდიტორიის წინაშე პირველად წარსდგა. ასევე, ქართული ტაძრის მეგობარმა ანსამბლებმაც მიიღეს კონცერტში მონაწილეობა.

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში, თამარ ბერუჩაშვილი, რომელმაც სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და ქართული კულტურისა და მუსიკის პოპულარიზაციისათვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღნიშნული კონცერტი, ბრიტანეთში არსებული ქართული ეკლესიის ორგანიზებით ჩატარდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31