გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თბილისი ნამდვილად სიცოცხლით სავსე ქალაქი გახდეს

7-10-2018

„კახი კალაძე მერი გახდა დაპირებით -„სიცოცხლით სავსე ქალაქი”, ამ დაპირების შესრულება არის თითოეული ჩვენგანის ოცნება და ვხედავთ, რომ ეს დაპირება დღიდან დღემდე, დღითი დღე სრულდება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახელით გამართულ მიღებაზე განაცხადა.


ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს თბილისობა მიულოცა.


„ვინც გასული იყო დღეს ქალაქში, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ასეთი დახვეწილი და ასეთი ლამაზი თბილისობა ჩვენს ქალაქს დიდი ხანია არ ჰქონია. ჩვენი მერი კახი კალაძე, მერი გახდა დაპირებით-„სიცოცხლით სავსე ქალაქი“ და ამ დაპირების შესრულება არის თითოეული ჩვენგანის ოცნება და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დაპირება დღიდან დღემდე, დღითი დღე სრულდება.ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თბილისი ნამდვილად გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი. მინდა ჩემს ქალაქს, ჩვენს ლამაზ ქალაქს, დედაქალაქს ვუსურვო განვითარება და ძალიან ბევრი ლამაზი და ბედნიერებით აღსავსე დღე”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


მიღებაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართეს და „თბილისობა“ მიულოცეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930