გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კანაფის კულტივაცია/ექსპორტის კანონსპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო

9-10-2018

პარლამენტში კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონსესუსით უნდა იყოს მიღებული.

 

“ჩვენ გვმართებს უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ საკითხი, ვინაიდან არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება შეძახილების ფონზე. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს რა წინადადებები იდო ამ პაკეტში, საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს ამ პაკეტის მოხსნის ან ამ თემაზე ბჭობის გაგრძელების წინაპირობების შესახებ,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930