გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
  მიხეილ სააკაშვილმა რეგიონებში ხალხთან შეხვედრები განაახლა

16-01-2018


 

„ახალ ძალთა მოძაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონებში ხალხთან შეხვედრები დაიწყო.

 

როგორც დნეპრის მოსახლეობასთან შეხედრის დასრულების შემდგომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, ხალხი გაბრაზებულია და მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად.

 

„ჩვენ ვეძებთ ახალ ადამიანებს იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები მოვახდინოთ. აქ ძალიან ბევრ საინტერესო, მშრომელ ადამიანს შევხვდით, რომლებიც მზად არიან უკრაინაში ხელისუფლების შესაცვლელად. შეხვედრაზე გამოცდილი პოლიტიკოსები და ნიჭიერი ახალგაზრდები მოვიდნენ. ეს არ იყო ანტიკორუფციული ფორუმი, სადაც ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე თუ როგორ უნდა შეიცვალოს სიტუაცია. აქ მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც თავად აქვთ კონკრეტული წინადადებები, გამოცდილება და მებრძოლები არიან. მათ აღარ აქვთ დრო, რომ კიდევ 2 წელი მოიცადონ და ხელისუფლების მორიგი გადანაწილების მოწმეები გახდნენ. ხალხი გაბრაზებულია და მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31