გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი თეთრიწყაროსა და წალკაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

11-10-2018

საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

 

დღეს, სალომე ზურაბიშვილი თეთრიწყაროსა და წალკაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ენის მნიშვნელობასა და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

„სახელმწიფო ენა, როგორც აუცილებელი წარმატების გზა ამ რეგიონისთვისა და ადამიანებისთვის კულტურასთან, იდენტობასთან, ტრადიციებთან ერთად შენარჩუნებული უნდა იყოს. თუ ამ რეგიონში ადამიანებს უნდათ განვითარების ძრავა გახდნენ, სახელმწიფო ენა უნდა გამოიყენონ. ასე გაიგებენ რა პროგრამები არსებობს და როგორ შეიძლება თავიანთი რეგიონის განვითარება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, კახაბერ ოქრიაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, ასევე ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930