გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავარია კოსმოსურ ხომალდზე - რუსი და ამერიკელი კოსმონავტები სასწაულებრივად გადარჩნენ

11-10-2018

დღეს, ყაზახეთში, ბაიკონურის კოსმოდრომიდან კოსმოსში გაშვებიდან 119-ე წამზე ავარია განიცადა რუსულმა ხომალდმა "სოიუზ"-მა, რომელსაც ამერიკელი და რუსი კოსმონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში მიჰყავდა.


ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზის გამო მოულოდნელად გაითიშა მეორე საფეხურის რეაქტიული ძრავები.


საბედნიეროდ, კოსმონავტებმა მოახერხეს რაკეტიდან ავტომატურ რეჟიმში გამოსვლა და მიწაზე (ყაზახეთში) პარაშუტებით დაეშვნენ.


ავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. არის ვარაუდები, რომ პირველი საფეხურის ძრავების მუშაობის დროის ამოწურვის შემდეგ ისინი რაკეტის კორპუსს უნდა გამოყოფოდნენ, თუმცა ერთ-ერთი რაღაც დეტალს გამოედო და მეორე საფეხურის ძრავა გააფუჭა, რომელმაც ცოტა ხანს იმუშავა და გაჩერდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930