გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: სამსონ ქუთათელაძის სამუშაო ოთახში, სათვალთვალო კამერები არ იყო დამონტაჟებული

16-01-2018


 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილ ნათია მეზვრიშვილი გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

 

როგორც მან აღნიშნა, გარდაცვლილის სამუშაო ოთახში, სათვალთვალო კამერები არ იყო დამონტაჟებული, თუმცა ამოღებულია ბაზრობის გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

 

პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული. აგრეთვე, გაირკვა, რომ ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე, ასევე, გარდაცვლილის სამუშაო ოთახში, სათვალთვალო კამერები არ იყო დამონტაჟებული, თუმცა ამოღებულია ბაზრობის გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი  - 108- და 236- მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31