გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე შსს ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს

16-01-2018


 

ავჭალაში მომხდარი ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის ვინაობის დასადგენად ოპერატიულ ღონისძიებები მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დგინდება გარდაცვლილების საახლობლო წრე.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს, რათა დროულად დადგინდეს ბრალდებული. დგინდება გარდაცვლილების საახლობლო წრე,  ვისთანაც ჰქონდა ოჯახს კავშირი, გამოიკითხნენ მეზობლები და ახლობლები. დანიშნულია ექსპერტიზები. მიმდინარეობს გენეტიკური კვლების ნიმუშების აღება, რაც გამოძიებას ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნაში. ასევე, ტარდება კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ფაქტზე გამოძიება 109-ე და 236-ე  მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31