გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
MAN-ის მარკის ავტობუსებში უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა იქნება შესაძლებელი

17-10-2018

მიმდინარე წლის ბოლოდან, MAN-ის მარკის ახალ ავტობუსებში უფასო უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და ამაში მხოლოდ ავტოპარკის განახლებას და ხაზების დამატებას არ ვგულისხმობთ. განვითარების ნაწილად მივიჩნევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღჭურვას დამატებითი სერვისებით. ჩვენი ინიციატივაა  და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,  რომ სავარაუდოდ, წლის ბოლოდან, MAN-ის მარკის ავტობუსებში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდეს, რომელიც ყველა მგზავრისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მგონია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, MAN-ის მარკის ავტობუსებში უფასო ინტერნეტით ისარგებლონ “, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის თქმით, 2019 წლის ბოლოსთვის, ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი  თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით სრულად ჩანაცვლდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031