გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანი: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნის უფლება აქვს

17-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნის უფლება აქვს.

 

“მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნის უფლება. კონსტიტუციამ პრეზიდენტის უფლება  საკითხის მოთხოვნას დაუკავშირა. ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ამ უფლებას ვერავინ წაართმევს, თუმცა გადაწყვეტილებას, თუ რა საკითხების განხილვა მოხდება მთავრობის სხდომაზე  პრემიერ-მინიტრი იღებს და  თავად მთავრობა არის უფლებამოსილი განსაზღვროს დღის წესრიგი.

 

არც ერთი ნორმა არ  აკონკრეტებს  მთავრობის ვალდებულებას პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი განიხილოს მის სხდომაზე, ასეთი იმპერატიული ჩანაწერი არ არსებობს. ამ გადაწყვეტილების მიღება მთავრობის დისკრეციაა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძეს საგანგებო მთავრობის სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031