გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მე-18 საუკუნის გალავანზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სიღნაღის მერიას ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევს

19-10-2018

მე-18 საუკუნის გალავანზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სიღნაღის მერიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული 12 000 ლარის ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევს. შესაბამისი გადაწყვეტილება რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოიტანა.


მოსამართლე პაატა ნოზაძემ საქმის წარმოება შეწყვიტა.


სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმის გადახდა მხოლოდ სამშენებლო კომპანია „ინსტალპლიუსს“ დაეკისრება. კომპანიას, რომელიც სიღნაღის მერიის დაკვეთით, მე-18 საუკუნის ისტორიული თაღის ტერიტორიაზე მდებარე დენდროლოგიური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა და თაღი შეღება.


1tv.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930