გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: მნიშვნელოვანია, გამოძიებამ პასუხი გასცეს, როგორ გაკეთდა ეს ჩანაწერები ციხეში

19-10-2018

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ გამოძიებამ დაადგინოს, ციხის კედლებში მირზა სუბელიანისა და დეპუტატის საუბრის ფარული ჩანაწერები როგორ მომზადდა.


“მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოძიებამ კითხვებს პასუხი გასცეს, თუ როგორ მოხდა ამ ჩანაწერების ციხის კედლებში გაკეთება, ვინ გააკეთა ეს და როგორ მოხდა ამ ჩანაწერების გატანა და შემდეგ საჯარო სივრცეში მოხვედრა. აი ეს პროცესების ჯაჭვი გამოძიების თემაა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა რამდენიმე დღის წინ ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომლის ფიგურანტები მსჯავრდებული მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე არიან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31