გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებაში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ჩაერთო

16-01-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიებაში სპეციალური ჯგუფი ჩაერთო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. სამუშაო ჯგუფს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კობა ნარსია ხელმძღვანელობს.


ამ დროისთვის, სპეციალური ჯგუფის წევრები უკვე რუსთავში იმყოფებიან.


„საგამოძიებო მოქმედებებში მათი ჩართვა საქმის ოპერატიულ და ობიექტურ გამოძიებას შეუწყობს ხელს. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება“-აცხადებენ შსს-ში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31