გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციური კანდიდატების კამპანია  მუდმივი აგრესიის, შეურაცხყოფის რეჟიმში წარიმართება

22-10-2018

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას მუდმივი აგრესიის რეჟიმში წარმართავენ, ამის საპირისპირო მაგალითს კი  სალომე ზურაბიშვილი იძლევა.


ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

“საარჩევნო გარემო ჩვენ არავის არ მოგვწონს, არავის არ მოგვწონს ის, თუ როგორ წარმართავენ ოპოზიციური კანდიდატები ამ საარჩევნო კამპანიას. ეს კამპანია  მუდმივი აგრესიის, შეურაცხყოფის რეჟიმში წარიმართება. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. ეს ხელს არ შეუწყობს, ნამდვილად, პოლიტიკური კულტურის, საარჩევნო კულტურის განვითარებას. საპირისპირო მაგალითს იძლევა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც  ეს კამპანია ევროპულ სტილში წარმართა და ნამდვილად, ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს, თავის წვლილს შეიტანს ჩვენთან საარჩევნო კულტურის განვითარებაში. ამისთვის, მე მას პირადად მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930