გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი - სისტემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა, დანგრევის მაგივრად განმტკიცდა და დასტაბილურდა

17-01-2018

ის, რაც მე მეგონა, რომ შეიცვლებოდა, პირიქით განმტკიცდა, დასტაბილურდა და მიშას ინტერესებს ემსახურებიან ალალ-მართლად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა. 
პრეზიდენტის თქმით, სისტემა, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა, დანგრევის მაგივრად განმტკიცდა და დასტაბილურდა. 
„სააკაშვილი, რომელმაც მთელი ეს სისტემა ააგო - პროკურატურა თავისი ტრადიციებით, სასამართლო თავსი ტრადიციებით, სააკაშვილმა ისე შექმნა, რომ საერთოდ არ დაინგრა, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და ის, რაც მე მეგონა, რომ შეიცვლებოდა, პირიქით განმტკიცდა, დასტაბილურდა და მიშას ინტერესებს ემსახურებიან ალალ-მართლად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 


ipn.ge

ძიება

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930