გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების უმრავლესობამ ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა

25-10-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ავღანეთში, ქართულ საჯარისო კონტიგენტში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და იქ გრიგოლ ვაშაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

 

ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

 

„ახლახანს შემატყობინეს ავღანეთში ქართული საჯარისო კონტიგენტიდან - იქ უკვე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და უდიდესი უპირატესობით გრიგოლ ვაშაძემ  გაიმარჯვა.


ყველაზე მაგარი ქართველები მაგალითს აძლევენ დანარჩენ საქართველოს!


ქართულ ჯარს გაუმარჯოს,” - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930