გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
,,ბავშვს ფეხები მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული” – შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

26-10-2018

გორის რაიონულ სასამართლოსთან ვითარება იძაბება. ადგილზე, სადაც 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, ბავშვის ოჯახის წევრები და ადგილობრივები არიან შეკრებილი. ადამიანები, რომლებმაც ბავშვი იპოვეს, ყვებიან, რომ გარდაცვლილს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული. ისინი ამბობენ, რომ ბავშვი სწორედ ცელოფნის ტომრით გაგუდეს.


ადგილობრივების განცხადებით, ძებნისას მათ გორის რაიონული სასამართლოს ეზო რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა ცხედარი იქ არ ყოფილა. ისინი ეჭვობენ, რომ მოზარდი სხვაგან მოკლეს და შემდეგ ცხედარი სასამართლოს ეზოში დააგდეს.


“რუსთავი 2”-ის ცნობით, ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.



sarkenews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930