გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეუთოს დამკვირვებელი: გვაინტერესებს, რამდენად გამჭვირვალეს წარმიმართება ხმის მიცემისა და ბიულეტინების დათვლის პროცესი

28-10-2018


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესებს აკვირდებიან.


სადამკვირვებლო მისიის წევრის, მარგარეტ სედერფელტის განცხადებით, მათი მიზანია დააკვირდნენ თუ რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება ხმის მიცემის და ბიულეტინების დათვლის პროცესი.


„საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ მაღალი ინტერესია. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ და გვსურს, რომ პროცესს დავაკვირდეთ. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით მომდევნო პერზიდენტის არჩევის წესი იცვლება. 


ჩვენი მუშაობის პროცესში გამოვკითხეთ, როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე ადგილობრივი დამკვირვებლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, ვესაუბრეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს. დავინტერესდით, როგორია ამომრჩევლების აქტივობა. რა თქმა უნდა, აუცილებლად შევამოწმებთ რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება ხმის მიცემისა და ბიულეტინების დათვლის პროცესი,“  - განაცხადა მარგარეტ სედერფელტიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031