გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბიშვილი-52,3 %, ვაშაძე- 28,1%-„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

28-10-2018

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს.


პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოცხადებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით მეორე ტურის საჭიროება აღარ დადგება.


"ქართული ოცნების" მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასე გადანაწილდა:


სალომე ზურაბიშვილი - 52.3%;
გრიგოლ ვაშაძე - 28.1 %;
დავით ბაქრაძე - 9.2 %;
ზურაბ ჯაფარიძე - 3.3%;
შალვა ნათელაშვილი - 3.1%.
ეგზიტპოლი კვლევითმა ორგანიზაცია "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა.


"ნაციონალური მოძრაობისა" და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი, სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ ხმების დაახლოებით თანაბარი რაოდენობა დააგროვეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31