გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა რეალური პრობლემაა

30-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცების“ მთავარი გამოწვევა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაა.


მისივე თქმით, გუნდის პოლიტიკურ მუშაობაშიც ბევრი რამაა დასალაგებელი.


ეს განცხადება მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შედემგ გააკეთა.

“ბიძინა ივანიშვილი ხშირად ესწრება შეხვედრებს. ჩვენ გუშინ ვთქვით, რომ ბევრი რამ არის შტაბში გადასალაგებელი, მათ შორის პარტიულ მუშაობაში. არ გამოვრიცხეთ ახალი სახეების შემოსვლაც.


ბუნებრივია, შტაბი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის მუშაობას და შედეგებიც ადეკვატური იქნება. საუბარია გადახალისებაზე, მათ შორის გუნდში ახალი წევრების შემოყვანაზე.


მოგეხსენებათ, სამთავრობო დონეზე უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას ეკონომიკური გუნდი. გამომდინარე იქიდან, რომ მთავარი პრობლემები, რაც რეალურად აწუხებს მოსახლეობას, არის არა დაბრალებული პრობლემები, რომელიღაც პოლიტიკური გუნდის და მისი მედიასაშუალების მიერ, არამედ რეალური პრობლემა არის ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ამაზე გვსაყვედურობენ და მართლებიც არიან.  ამ მიმართულებთ მეტი დინამიკა გვჭირდება. მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი არის, ეს დინამიკა არ აკმაყოფილებთ ადამიანებს და მეტი ტემპი სჭრიდებათ.  ეს „ქართული ოცნების“ მთავარი გამოწვევაა,“ - განაცხადა მამუკა მდიანრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031