გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანი მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებაა

7-11-2018

„ყველა რესურსი მობილიზებულია და ამის შედეგებს თითოეული თქვენგანი იხილავთ, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის უშუალო მონაწილოებას საჯარო შეხვედრებში - ესეც არის დაგეგმილი და ეს იქნება უზრუნველყოფილი“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მზადების შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზანია დამაჯერებელი გამარჯვება და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი კეთდება.


„ჩვენ გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრები. იგეგმება მზადება მეორე ტურისთვის და ყველანი ერთად ვნახავთ, ის, თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს სამზადისი. ჩვენი მიზანი გახლავთ მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად. ყველა რესურსი არის მობილიზებული და, რა თქმა უნდა, ამის შედეგებს იხილავთ თითოეული თქვენგანი. რაც შეეხება ქალბატონი სალომეს უშუალო მონაწილოებას საჯარო შეხვედრებში, ესეც არის დაგეგმილი და, რა თქმა უნდა, ეს იქნება უზრუნველყოფილი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930