გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას - ნამდვილად შემაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც საარჩევნო აგიტაციის პროცესში ვხედავთ

13-11-2018

ირაკლი კობახიძე: ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას - ნამდვილად შემაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც საარჩევნო აგიტაციის პროცესში ვხედავთ

 

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას  სრულად იზიარებს.

 

ეს განცხადება მან ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც საარჩევნო გარემოს შეეხებოდა.

 

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას. ნამდვილად შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საარჩევნო აგიტაციის პროცესში.


ერთადერთი საარჩევნო კანდიდატი, რომელიც არ გამოირჩეოდა ამ კამპანიის მსვლელობისას სიძულვილით, აგრესიის ენით, იყო სალომე ზურაბიშვილი. დანარჩენი, თქვენ ხედავდით, რომ აბსოლუტურად გამსჭვალული იყო ეს წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია სიძულვილის ენით, ბილწსიტყვაობითაც კი, რაც არის სრულიად აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31